სასწავლო პროექტი




1.პროექტის სახელწოდება:,,წიგნი თუ კომპიუტერი?"
2.პროექტის მთავარი  თემა :  დღეს მუდმივად არის დავა წიგნსა და კომპიუტერს შორის.ჩაანაცვლებს თუ არა კომპიუტერი წიგნს?
3.პროექტის აქტუალობა:ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა დავაყენოთ ეს საკითხი,წიგნსა და კომპიუტერს თავ-თავისი დანიშნულება აქვს და მათ ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.
4.პროექტის მიზნები: მაღალსააზროვნო უნარების შეძენა და განვითარება და მისაღწევ შედეგებზე გასვლა.
5.მონაწილეთა ასაკი:მე-10 კლასი
6.პროექტისთვის  საჭიროა ორი თვე 
7.იმისათვის რომ ამ ორ ყოვლადმნიშვნელოვან საგანს შორის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს,გადავწყვიტე სკოლის ბაზაზე პროექტის მოწყობა.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ცარცი,ბუკლეტები,ფოტოები,პროექტორი,წიგნები.
9.ჩვენი მიზანია,მკვეთრად განვსაზღვროთ კომპიუტერის და წიგნის დანიშნულება,მათ თავ-თავისი ადგილი მივაკუთვნოთ და მათ შორის მოვახერხოთ ოქროს შუალედის დაცვა.ამისათვის პირველ რიგში,კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად.ერთი ჯგუფი კომპიუტერის მომხრეთა ინტერესებს დაიცავს,ხოლო მეორე წიგნის მომხრეთა ინტერესებს,შემდეგ ორივე ჯგუფის წევრები დაამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს,თავ-თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით.კერძოდ,ერთი ჯგუფი კომპიუტერის რეკლამირებისთვის დაამზადებს,ხოლო მეორე-წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.ამის შემდეგ, თითოეული ჯგუფი დაიწყებს მოკვლევას ერთის მხრივ,კომპიუტერის მომხრეთა დამომხმარებელთა რაოდენობის დადგენის მიზნით,ხოლო მეორეს მხრივ,წიგნის მომხმარებელთა რაოდენობის დადგენის მიზნით.გამოითვლიან კვლევების მაჩვენებელს და გამოსახავენ დიაგრამების სახით.გამოკვლევა ჩატარდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.კერძოდ ეს კითხვები იქნება:
ა).რა დანიშნულება აქვს წიგნსა და კომპიუტერს ადამიანის ცხოვრებაში?
ბ).რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი და კომპიუტერი ადამიანის განვითარებისთვის?
გ).ხელს უშლის თუ ეხმარებაკომპიუტერი წიგნიერების განვითარებას
დ).როგორ ფიქრობთ,რომ არ არსებობდეს წიგნი როგორი იქნებოდა ადამიანის განვითარების დონე?
ე).რამდენად ხშირად კითხულობთ წიგნებს?
ვ).რომელს უფრო მეტ დროს უთმობთ წიგნს ტუ კომპიუტერს?
ზ).რამდენად ხშირად მოიხმართ კომპიუტერს?
10.რა სახის ინფორმაციის მოძიება შეიძლება კომპიუტერით ან წიგნით?                                    პროექტის შემდეგი აქტივობა იქნება დისკუსიის მოწყობა.თითოეული ჯგუფი  თავის ინტერესებს დაიცავს.კლასი წინასწარ გაეცნობა დისკუსიის წესებს და პროცედურებს.დისკუსიის დასასრულს კლასში განიხილება ფსიქოლოგების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.ამის შემდგომ შესაძლებელი გახდება აზრის გამოტანა,რომ კომპიუტერი და წიგნი ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.შემდეგი ნაბიჯია პროექტის არგუმენტირებული ესეს შედგენა.კლასის ის ნაწილი,რომელიც წიგნის მომხრეთა ინტერესებს იცავდა დაწერს ესეს თემაზე,,წიგნი ცოდნის წყარო"ხოლო მეორე ჯგუფი დაწერს ესეს ,,კომპიუტერი ინფორმაციის მოძიების უსწრაფესი საშუალება"              

11.პროექტის ხელმძღვანელი: მაია მნათობიშვილი.
12.მასწავლებლის ელ.ფოსტა:mnatobishvilimaiko@gmail.com


13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maia mnatobishvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий